reportiori.ge - ლიანა ჯერვალიძე: „გაზპრომთან“ შეხვედრები ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:36
ეკონომიკა
ლიანა ჯერვალიძე: „გაზპრომთან“ შეხვედრები ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 23:50


 

ენერგეტიკის ექსპერტ ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, საქართველოს მყარი კონტრაქტი აქვს აზერბაიჯანთან.


ამის შესახებ ექსპერტმა  გადაცემა „2030"-ში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრის „გაზპრომის" წარმომადგენლობასთან შეხვედრა არის ბუნებრივი. მისი თქმით, ასეთი შეხვედრები წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა და სამომავლოდაც გაგრძელდება, რადგან საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა.


ენერგეტიკის მინისტრის გაზპრომის წარმომადგენლობასთან შეხვედრა არის ბუნებრივი და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველო არის რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტორი ქვეყანა. ჩვენ მყარი კონტრაქტი გვაქვს აზერბაიჯანთან, რომელიც მინისტრ ხეთაგურის დროს დაიდო, მასში ცვლილებები არ არის და არც გადასინჯვა ემუქრება", - განაცხადა ჯერვალიძემ.


მისივე განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მასობრივად რუსული კაპიტალია წარმოდგენილია, გაზის ბაზარზე კი აზერბაუჯანული კაპიტალი.


კითხვაზე, თუ როგორ ხდებოდა ენერგო ობიექტების გადასვლა რუსული კომპანიების მფლობელობაში, ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ობიექტების მიმართ რეალური ინტერესი მხოლოდ მეზობლების მხრიდან იყო.


როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, მე აქ დიდ გაურკვევლობებს ვერ ვხედავდი. დასავლური კაპიტალი, ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენი ობიექტებით არ ინტერესდებოდა. ჩვენი ობიექტების მიმართ რეალური ინტერესი ჩვენი მეზობლების მხრიდან იყო. აქედან გამომდინარე, არჩევანიც არ იყო დიდი და პრივატიზებაც ისე მოხდა, როგორც შემოთავაზება იყო. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ოფიციალურად მადლობა გადაუხადა რუსულ კომპანიებს იმისთვის, რომ ისინი ეკონომიკური საქმიანობის არეალიდან არ გამოსულან და პოლიტიკურ სივრცეში არ გადასულან. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შექმნილა", - აღნიშნა ექსპერტმა.


კითხვაზე, თუ რამდენად საჭიროებს დღეს ქვეყანა გაზის სექტორში დივერსიფიცირებას, ჯერვალიძემ აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს კონკურენტული ბაზრის შექმნა ევალება და ერთი მომწოდებლის პირობებში, ასეთი ბაზარი ვერაფრით შეიქმნება.


ჩვენი გაზის ბაზრის 80% უკავიასოკარს". ეს არის მყარი შესყიდვის კონტრაქტი. თუ დივერსიფიცირებას გავაკეთებთ, მხოლოდ კომერციულ სეგმენტში, ანუ, კომერციულ აქტორებს, ჩვენი კანონმდებლობით, აქვთ უფლება თვითონ შეისყიდონ გაზი თუ სხვა რესურსები და აწარმოონ მოლაპარაკება სამინისტროს მიერ შექმნილი პოლიტიკის ფარგლებში", - აღნიშნა ექსპერტმა.


ცნობისთვის, პრეზიდენტი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს, რომელზეც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე უნდა იმსჯელონ. პრეზიდენტს მთავრობიდან პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია. ეს საკითხი დღის წესრიგში „გაზპრომის" ხელმძღვანელებთან ენერგეტიკის მინისტრ კალაძის შეხვედრის შემდეგ დადგა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016