სააგენტო „Рес"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ საზღვარზე გახსნილი ე.წ. ახალი გამშვები პუნქტი დააკანონა.
ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთას ქარელის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები მხოლოდ ფეხით შეძლებენ.
ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტებით, კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას დილის 07:00-დან 12:00-მდე და 14:00-დან 19:00-მდე იქნება შესაძლებელი.
ახალი ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინიციატივით მიიღეს.
ე.წ. საკონტროლო პუნქტი გაიხსნა სოფელ ზარდიანთკარის სიახლოვეს, მდებარე ე.წ. სასაზღვრო სოფელ ხელჩუაში.