reportiori.ge - ვახტანგ ძაბირაძე: აუცილებელია დავიწყოთ ქართული კონსტიტუციის შექმნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:11
პოლიტიკა
ვახტანგ ძაბირაძე: აუცილებელია დავიწყოთ ქართული კონსტიტუციის შექმნა
08 ნოემბერი, 2013. 13:08

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახტანგ ძაბირაძე მიმდინარე საკადრო ცვლილებებს აფასებს. ძაბირაძის განცხადებით, ის არჩილ კბილაშვილის შემცვლელს, ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს და კომენტარისგან თავს იკავებს.


„არ ვიცნობ ოთარ ფარცხალაძეს და შესაბამისად, კომენატრას ვერ გავაკეთებ"- აღნიშნა ძაბირაძემ, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. 


ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროცესი ჯერ ძირეულ შესწავლას საჭიროებს.


„ძალიან მივეჩვიეთ სხვა ქვეყნების გამოცდილების არა შესწავლას, არამედ გადმოღებას. ჩვენს ქვეყანაში სხვა კულტურაა, სხვაგან სხვა. წინანდელი პრეზიდენტის უფლებამოსილება პრემიერს გადავეცით და პარლამენტის უფლებები გავზარდეთ. აუცილებელია დავიწყოთ ქართული კონსტიტუციის შექმნა. ძალიან წვრილი ძაფებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას ქართულ სხეულს მოარგებს. ჯერ ეს არის პირველი ეტაპი და კონსტიტუცია გასაკეთებელია"- განაცხადა ძაბირაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016