reportiori.ge - კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი" საქართველოში ინვესტიციების მოცულობის გაზრდას გეგმავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:43
ეკონომიკა
კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი" საქართველოში ინვესტიციების მოცულობის გაზრდას გეგმავს
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2015. 18:25


თურქეთის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ჩალიკ ჰოლდინგი" საქართველოში ინვესტიციების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ ჰოლდინგის თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა.



კომპანია ახალი დარგით, კერძოდ, საქართველოში ტექსტილის წარმოების განვითარებით არის დაინტერესებული. ამავდროულად, ინვესტორი განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე აქვს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური.



„ჩალიკ ჰოლდინგმა", საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.



„ჩალიკ ჰოლდინგი" 17 ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, სამშენებლო, საფინანსო, ტექსტილის წარმოება, მედია და ტელეკომუნიკაცია.


კომპანიის წლიური ბრუნვა 2,8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, კონსოლიდირებული აქტივების ღირებულება - 8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია. ჰოლდინგს 20 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016