reportiori.ge - 9 თვის განმავლობაში ბიუჯეტში ჯარიმების, გირაოს, საპროცესო გარიგებისთვის 54 722 173 ლარია შეტანილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
ეკონომიკა
9 თვის განმავლობაში ბიუჯეტში ჯარიმების, გირაოს, საპროცესო გარიგებისთვის 54 722 173 ლარია შეტანილი
08 ნოემბერი, 2013. 13:28

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) აღსრულების ეროვნული ბიუროსაგან მიღებული მონაცემები გამოაქვეყნა.


"2013 წლის 9 თვის განმავლობაში (1 იანვარი - 25 სექტემბერი) სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანი ოდენობა შეადგენს 54 722 173 ლარს. რაც შეეხება უშუალოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხულ თანხების ოდენობას, მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს განცალკევებით ამ მონაცემების აღრიცხვას", - აცხადებენ IDFI-ში.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია კვლავ ხელმიუწვდომელი იქნება.

"IDFI-იმ სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა აგრეთვე 2013 წლის 5 მარტს. აღნიშნული მოთხოვნა ბიურომ სრულყოფილად დააკმაყოფილა და ინსტიტუტს მიაწოდა 2009-2012 წლების მონაცემები, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:

2009 წელი: 8 040 392.81 ლარი

2010 წელი: 42 361 459.28 ლარი

2011 წელი: 51 009 723.78 ლარი

2012 წელი: 38 627 586.89 ლარი

IDFI დაუკავშირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს იმ ფაქტის გასარკვევად, თუ რა გახდა რეალური მიზეზი რის გამოც ბიურომ არ გაასაჯაროვა 2013 წლის განმავლობაში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობა, მაშინ როდესაც 2009 - 2012 წლების ანალოგიური მონაცემები მათ მიერ მოწოდებული იქნა სრულყოფილად 2013 წლის მარტის თვეში. სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის სამსახურის მიერ მონაცემთა აღრიცხვა 2013 წლიდან გადავიდა განსხვავებულ სისტემაზე, რომელიც მათ არ აძლევდა საშუალებას განცალკევებით გამოეყოთ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობა სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული სხვა სახდელებისგან.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულ თანხების შესახებ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, რომ აღადგინოს აღნიშნული მონაცემების განცალკევებით აღრიცხვა, რათა საზოგადოების მხრიდან ეს ფაქტი აღქმული არ იქნას როგორც მონაცემების დაფარვის მცდელობა და საბოლოოდ გადაიჭრას საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016