reportiori.ge - არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივი“ მსჯავრდებულებისთვის ლიტერატურული კონკურსს „კალამს“ იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
კულტურა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივი“ მსჯავრდებულებისთვის ლიტერატურული კონკურსს „კალამს“ იწყებს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 16:25

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივი" სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ერთად 25 ივლისიდან, საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსს იწყებს. კონკურსის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა ლიტერატურული ნაწარმოებები (პროზაული, პოეტური) უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც,  კომპეტენტური ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს შეარჩევს. კონკურსის შედეგად შერჩეული ნაწარმოებები წიგნად გამოიცემა. პროექტი 4-თვიანია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური მუშაკები მსჯავრდებულებს მიაწვდიან ინფორმაციას კონკურსის შესახებ. დეპარტამენტი, როგორც თანაორგანიზატორი,  შეასრულებს მედიატორის როლს, მოაგვარებს შიდასაორგანიზაციო და კომუნიკაციის საკითხებს.

პროექტში ჩართული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები პატიმრებს გააცნობენ სპეციალურ კითხვარებს, სადაც დასახელებული იქნება 10 თანამედროვე, საუკეთესო მწერალი და პოეტი. კონკურსში მონაწილე მსჯავრდებულებს  შესაძლებლობა მიეცემათ, მათგან  თავისი რჩეული სამი ავტორი დაასახელონ.  კონკურსის ჟიურიში სწორედ ის თანამედროვე ქართველი  მწერლები აღმოჩნდებიან, რომლებიც პატიმრების ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.  საკონკურსოდ  შესული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან  ჟიურის წევრების მიერ  6  საუკეთესო ნამუშევარი (3 პოეტური და 3 პროზაული) შეირჩევა.

კონკურსის დასკვნით ეტაპზე, 1 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთ დაწესებულებაში ჩატარდება დაჯილდოების ცერემონია, სადაც  გამარჯვებული ავტორები დასახელდებიან.  კონკურსის დახურვის დღესვე მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ  რჩეულ ავტორებს (ჟიურის წევრებს) პირადად გააცნონ საკუთარი შემოქმედება.

ლიტერატურული კონკურსის დასრულების შემდეგ,  გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებები  წიგნად გამოიცემა. წიგნის პრეზენტაცია  კონკურსის დასრულებიდან 1 თვეში (15 ნოემბერს),  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება. 

გამარჯვებული კონკურსანტების ნაწარმოებები განთავსდება  სხვადასხვა ლიტერატურულ პოტრალებსა და ვებგვერდებზე (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი, ლიტერატურული პოტრალები: „lib.ge"  და „urakparaki.ge"). 

გამოცემული წიგნები საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულების  მსჯავრდებულებს და ბიბლიოთეკებს.

პროექტი ტრადიციულ სახეს მიიღებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველწლიურად ჩატარდება. ლიტერატურული კონკურსის მიზანი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016