reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“
19 ოქტომბერი, 2015. 10:42


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ, ფიზიკურად ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან".



„NDI-კვლევებზე სერიოზულ კომენტარს ალბათ ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამაზე ხშირად გვისაუბრია ჩვენ და ჩვენი გუნდის წევრებმაც გააკეთეს კომენტარი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმოდა მრავალი წლის განმავლობაში არა ამ ორგანიზაციის მიმართ, რომლისადმი მინდა, ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და უშუალოდ, ფიზიკურად ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან". ასე რომ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო. ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს ის, თუ რას ჰპირდება მთავრობა, რას აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოსახლეობაზე. ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე. იქ გამოჩნდება, ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016