საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მინდინარეობა და მომდევნო წლის გეგმები მათთან ერთად განიხილა.
სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს წელს უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 230 მილიონი ლარი გამოეყოთ. შედარებისთვის, გასულ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან იგივე მიზნისთვის მხოლოდ 64 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
„ჩვენ განვიხილეთ ის, თუ რომელი პროექტების დასრულება ესწრება წელს და რომლისა - ვერა. ძირითადად, დაგეგმილი სამუშოები ესწრება, ტემპი კარგია, თუმცა, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, პროექტების ნაწილის დასრულება მომავალი წლის დასაწყისისთვის გადაიწევს," - განაცხადა შოთა მურღულიამ, - „ამ შეხვედრაზე განვიხილეთ, ასევე, მომავალი წლის პროგრამები. გვინდა, წელსვე გავიაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დრო არ დავკარგოთ. პროექტირებისა და ტენდერებისთვის მომავალი წლის ზამთარს გამოვიყენებთ, რათა 2014 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორიცლება ადრე დავიწყოთ. გაისად სამუშაო ამ მიმართულებით იმაზე მეტი ქნება, ვიდრე წელს იყო."
წელს რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მასშტაბით 695 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.