reportiori.ge - მერაბ ჭანუყვაძე: ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული ძალის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:46
რეგიონები
მერაბ ჭანუყვაძე: ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული ძალის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 11:27


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობის" დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.


მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შერაცხვის დღიდან 13 წელი გავიდა. ღირსშესანიშნავი თარიღი მის მშობლიურ სოფელში ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნა.


თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში მოეწყო კონფერენცია თემაზე „ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრება და მოღვაწეობა", ასევე გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, აღევლინა წმინდანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, ხოლო სპეციალურად მოწყობილ კუთხებში სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები ადგილზე მასპინძლობდნენ მოწვეულ სტუმრებს. ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები საპატიო მოქალაქეები. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები და სასულიერო პირები დაესწრნენ.


ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული ძალის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. რომ არა მეცნიერის თავდადება, დღეს ისტორიას არ ექნებოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა, ქვეყნის სხვადასხვა ეკლესიების საგანძური, რომელსაც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესმა სიცოცხლის ბოლომდე უპატრონა და მიუხედავად უდიდესი სიდუხჭირისა, ხელუხლებლად დააბრუნა საქართველოში. ზოგი ამ განძს პირადი გამდიდრების წყაროდ აქცევდა. მის მაგალითზე მინდა გაიზარდოს ჩვენი შვილები", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.


თაყაიშვილის სახელს უკავშირდება სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, საქართველოს მართმადიდებლური სიწმინდეების გადარჩენა. ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს მართმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად 2002 წლის 17 ოქტომბერს შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.


ღონისძიება, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, ანსამბლ „ქართული ხმების" და მომღერალ მაკა ზამბახიძის კონცერტით დასრულდა.


 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016