reportiori.ge - გიორგი ბარამიძე: უფლებას არ მოგცემთ, ამ სიბინძურესთან დაგვაკავშიროთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:47
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე: უფლებას არ მოგცემთ, ამ სიბინძურესთან დაგვაკავშიროთ!
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 16:30

"უფლებას არ მოგცემთ, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ დარბაზში ვსხედვართ და არაფერ შუაში ვართ, რადგან არავისთვის მიგვიცია მანდატი, ასეთი ჩანაწერები ეკეთებინა, ამ სიბინძურესთან დაგვაკავშიროთ!" - ეს განცხადება გიორგი ბარამიძემ პარლამენტში უკანონო მოსმენებთან და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვასას გააკეთა.  როგორც მან აღნიშნა, რამდენი ათასიც არ უნდა იყოს ეს მასალა და რამდენი პირიც არ უნდა იყოს გარეული, ყველა უნდა დაისაჯოს - როგორც ჩანს, ჩანაწერები, რაც გაკეთდა მაშინდელ ოპოზიციაზე, ერთი იმდენი იქნება ხელისუფლებაზე და უფლებას არ მოგცემთ, ამის გამკეთებლებს ხელ დააფაროთ, რათა დღევანდელ ხელისუფლებასთან რაღაც გარიგებაში შევიდნენ. უმსგავსობა, რაც  ადამიანების უკანონო მოსმენებისა და ჩაწერის სახით ხდებოდა, ზოგ-ზოგიერთს ხელისუფლებაში ძალიან მოეწონა და ახლა ადგილი აქვს მცდელობას გამოიყენოს თავისი მიზნებისათვის" - მათ შორის პოლიტიკური მიზნებისთვის" - განაცხადა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ ცვლილებებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, კომპიუტერულ მონაცემს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ასევე ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ ინფორმაციას.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016