შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებს თუ ოქტომბერში არჩევნები არსებული ფორმატით ჩატარდება. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ არ არსებობს პოლიტიკურ სუბიექტთა თანასწორობა და უპირატესობა კვლავ უმრავლესობის მხარესაა. ნათელაშვილი ევროკავშირს მიმართავს, გააფრთხილოს საქართველოს მთავრობა, რათა ყველა პოლიტიკური ძალა თანასწორ პირობებში იქნას ჩაყენებული.
„ჩვენს ქვეყანაში ვერ დამყარდა თანასწორობა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, კვლავ ბობოქრობს ხელისუფლების უმრავლესობა, როგორც უნდათ ისე დათვლიან ხმებს. არანაირი თანასწორობა საფინანსო, სატელევიზიო და სარეკლამო ინსტიტუტებში, ასეთ პირობებში ჩატარებულ სამართლიან არჩევნბზე ოცნებაც კი შეუძლებელია." განაცხდა შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.