reportiori.ge - მაია ნიკოლეიშვილი: შემძრა გავრცელებულმა კადრებმა კაციჭამიობისამ, არაადამიანობისამ! დამნაშავე რეჟიმი უნდა დასრულდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:09
სამართალი
მაია ნიკოლეიშვილი: შემძრა გავრცელებულმა კადრებმა კაციჭამიობისამ, არაადამიანობისამ! დამნაშავე რეჟიმი უნდა დასრულდეს!
ავტორი:
22 ოქტომბერი, 2015. 14:31


სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ შემზარავ კადრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„ისევ შემძრა უკრაინაში გავრცელებულმა კადრებმა, კადრებმა ჩვენი სირცხვილისა, კადრებმა ქართველთ ნაცხელისუფლების კაციჭამიობისამ,  კადრებმა რეჟიმის სისასტიკისამ,  კადრებმა არაადამიანობისამ... კადრებმა, რომელთა ნახვაც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ემოციის გამოსახატავად სიტყვების ნაკლებობას აგრძნობინებს.

-როდემდე? -ეს ჩემი ერთადერთი კითხვაა. როდის დასრულდება ეს ქრონიკული წამება? რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს?

-დანაშაული სრულდება მხოლოდ მაშინ, როცა დაისჯება დამნაშავე, მანამდე ის ჰაერში ბუდობს, ქუჩაში ბუდობს, გულებში ბუდობს, ფსიქიკაში ბუდობს! ის მიტევებადია, მაგრამ არდავიწყებადი! მას მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა ანეიტრალებს!

ერთ-ერთმა ყოფილმა ნაცპოლიტიკოსმა თქვა გუშინ, ჩვენ იმ „შეცდომებისთვის" პოლიტიკური ფასი გადავიხადეთო, წავედითო ხელისუფლებიდან!!! ეს ფასი მათთვის დიდია, დანარჩენი საზოგადოებისათვის - ჩალის ფასია!

დამნაშავე რეჟიმი უნდა დასრულდეს! რეჟიმი დასრულდება მაშინ, როცა ის გასამართლდება!" - წერს ნიკოლეიშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016