ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ვარაუდობს, რომ წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.
„მიშა, შენ გაწირე შენივე გუნდი!
შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომელსაც სპეციალურად ითხოვდი, საუკეთესო ხარისხით ყოფილიყო გადაღებული, მერე იკეტებოდი კაბინეტში და „ტკბებოდი"! იცი კარგად, რომ დღე-დღეზე გაგაძევებენ უკრაინიდან და ახალი გზის ძიებაში გადაწყვიტე, საქართველოში სისხლის კალო დააყენო, რომ ამ „კარტინკამ" შესაძლებლობა მოგცეს, შენი „არდაბრუნება სამშობლოში" აპოზიციონირო, როგორც - „იქ სამოქალაქო დაპირისპირებაა"!
შენ გაწირე ის რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც სჯერა შენი! შენ გაწირე გიგი უგულავა, რომელსაც ეს ჯოჯოხეთური სპექტაკლი მოუწყვე! შენ გაწირე ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც პირადად შენზე მუშაობდა, აბა, ვითომ უფლებადამცველები კი, ვიცით, რომ შენი სისხლიანი გეგმის ნაწილია! შენ გინდა, რომ 320 000 მსჯავრდადებულმა და შენგან გამწარებულმა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირი მნიშვნელობით გადაუაროს 15 000 შენ მხარდამჭერს!
ისევ სისხლი გინდა, მიშიკო???
ისევ ამძაღდა შენი სული???
რატომ არ გასვენებს გამჩენი???
რატომ სწირავ ამ ხალხს შენ, კერპთაყვანისმცემელო!
სისხლიანი სურათი საქართველოდან „გაგიპრავებს" ამერიკელებთან გაქცევას! - აი რა არის შენი გეგმა!
ხომ არ დაგავიწყდა, რომ პიარის ერთი სკოლა დავამთავრეთ???
ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყველა შენი ნაბიჯი წინასწარ ვიცი???
ა რ გ ამ ო გ ი ვ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ძ ა ძ ე ბ შ ი გ ა ხ ვ ე ვა !!!" - წერს მოროშკინა.