„რუსთავი 2"- ის საქმეზე სასამართლო განხილვისას მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიმოიხილა როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი. ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულებულია. შემაჯამებელი გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელზე დღეს არ იქნება.
სასამართლო გამოცხადებული შესვენების შემდეგ განახლდება მოსარჩელის ახსნა-განმარტებით.
მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც „რუსთავი 2"-სთვის და მის მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება ორშაბათს, 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2" და მისი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. „რუსთავი 2" ითხოვს ყადაღით მიყენებული ზიანის - 700 000 აშშ დოლარის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანას ქიბარ ხალვაშის მიერ.