ჟურნალისტი მაკა რაზმაძე საზოგადოებას მოუწოდებს რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ, რადგან რადიკალიზმს ქვეყნის მომავლისთვის კარგი არაფერი მოაქვს.
ამის შესახებ რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს...
„მე ვიყავი რადიკალი, ჩვენ ვიყავით რადიკალები, არ დავიხიეთ უკან არც ერთი ნაბიჯით და მოხდა სამოქალაქო დაპირისპირება- მოხდა ის ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვხია უკან, დაგვინგრია ცხოვრება და დღემდე გახლეჩილია ჩვენი ქვეყანა...
ის ადამიანები, ვინც ვერ აკეთებენ დასკვნებს და ვერ ცვლიან მწარე გამოცდილების მიუხედავად ვერაფერს- არიან საშიშნი, რადგან არიან ისევ რადიკალები და ქვეყანას მიაქანებენ ისევ იქით საიდანაც ვერ გამოვედით აგერ უკვე 20 წელზე მეტია...
პოლიტიკას უყვარს ხანდახან უკიდურესი ნაბიჯები. ხანდახან უყვარს ვა-ბანკიც, მაგრამ ამის საზღაურს ყოველთვის იხდის ხალხი. ის უბრალო ხალხი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ერთნაირი იმედით დაყვება ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე და ხან მერამდენე პოლიტიკურ ძალას...
რადიკალიზმი არის დამღუპველი! რადიკალიზმი და არ დათმობა არის ჩიხი საიდანაც მხოლოდ ერთია გამოსავალი- იარაღი და ომი!
დათმობა ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს.
იარაღით მოგება ყოველთვის გამარჯვებას არ ნიშნავს!
ღმერთმა გვაშოროს ისევ იმ გზის გავლა....
მე ვიყავი რადიკალი და ვიცი-რადიკალიზმი დამღუპველია!"- აღნიშნავს რაზმაძე.