reportiori.ge - „რეპორტიორი“: საიტისთვის მომზადებული არცერთი მასალა არ არის ანტიდასავლური!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:14
მედია
„რეპორტიორი“: საიტისთვის მომზადებული არცერთი მასალა არ არის ანტიდასავლური!
ავტორი: ანა ნოდია
22 ოქტომბერი, 2015. 15:44


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წარმოადგინა ანგარიში, სადაც საუბარია ანტიდასავლურად განწყობილ მედიასაშუალებებზე. ანგარიშში ანტიდასავლურ მედიასაშუალებებს შორის „რეპორტიორიც" მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" damoukidebloba.com-ის მიერ მომზადებულ კვლევას ეყრდნობა, რომელიც ქართული მედიისა და სამოქალაქო სექტორის რუსულ კავშირებს იკვლევდა.


„damoukidebloba.com-ის კვლევის მიხედვით, ეს ორგანიზაციები და მედიასაშუალებები გამოირჩევიან ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით და მათ ხშირად ერთი და იგივე პირები ხელმძღვანელობენ. აღმოჩნდა, რომ ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული მედიასაშუალებები ხშირად სწორედ რუსულ ფონდებს უკავშირდებიან", - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში, რის შემდეგაც საუბარია „რეპორტიორზე".


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ damoukidebloba.com-ის კვლევაში „რეპორტიორი" საერთოდ არ არის ნახსენები.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა" კვლევაში საუბრობს არა კონკრეტულ მაგალითებზე, თუ რატომ არის „რეპორტიორი" ანტიდასავლური, არამედ საუბრობს „რეპორტიორის" დამფუძნებლების - გიორგი მამაცაშვილისა და ნუგზარ ფოფხაძის ნანა დევდარიანთან თანამშრომლობაზე.


„გიორგი მამაცაშვილი და ნუგზარ ფოფხაძე აიპ „თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი VI კორპუსის" გამგეობის წევრები არიან. ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრია ყოფილი სახალხო დამცველი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „თავისუფალი საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანა დევდარიანი. ნანა დევდარიანი „ევრაზიის ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარესთან, გულბაათ რცხილაძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის" გამგეობის წევრია", - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში.


ამის შემდეგ კი კვლევაში ვნახულობთ უცნაურ სქემას - კავკასიური თანამშრომლობიდან „რეპორტიორამდე"



საინტერესოა, ლოგიკას სრულიად მოკლებული ამ სქემის საფუძველი რა არის - ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილის ნანა დევდარიანთან მეგობრული ურთიერთობა? რკინის ლოგიკაა - #1


რადგან ამ კვლევაში არ არსებობს არცერთი კონკრეტული მაგალითი, რატომ არის „რეპორტიორი" ანტიდასავლური მედია,  „საერთაშორისო გამჭვირვალობის" მორიგ ლოგიკურ ნაბიჯებს უნდა მივყვეთ. ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ „რეპორტიორის" გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი „ასავალ-დასავალში" მუშაობდა. ხოლო, მათსავე კვლევაში საუბარია „ასავალ-დასავალის" მიერ ანტიდასავლური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების ტირაჟირებაზე. ანუ, კვლევის თანახმად, ვინაიდან მამაცაშვილი მუშაობდა გაზეთ „ასავალ-დასავალში" და ვინაიდან, ორგანიზაციის განცხადების თანახმად, „ასავალ-დასავალი" ანტიდასავლურია, „რეპორტიორიც" ანტიდასავლური ყოფილა. ლოგიკა #2.


კვლევაში ნუგზარ ფოფხაძის წარსულ საქმიანობაზეცაა საუბარი:


„ნუგზარ ფოფხაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობას და კომუნისტური რეჟიმის დროს ცეკას მდივნის თანამდებობა ეჭირა. 2004 წლამდე ნუგზარ ფოფხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. მისი დეკანობის პერიოდში გიორგი მამაცაშვილი ფაკულტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარე იყო", - ნათქვამია ანგარიშში.


განვმარტოთ - რადგან ნუგზარ ფოფხაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობას და კომუნისტური რეჟიმის დროს ცეკას მდივნის თანამდებობა ეკავა და რადგან სწორედ ფოფხაძეა „რეპორტიორის" დამფუძნებელი, შესაბამისად, „რეპორტიორი" ანტიდასავლური და პრორუსულია! უბრალოდ, სასაცილოა - ესეც ლოგიკა #3.



მე, როგორც „რეპორტიორის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ვაკონკრეტებ -   „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში არ ასახავს რეალობას. არცერთი მასალა, რომელიც „რეპორტიორისთვის" იწერება, არ არის ანტიდასავლური ან პრორუსული. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016