ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში ლარის კურსის დაცემის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ლარის კურსის დაცემა დიდწილად უცხოური ინვესტიციების კლებასთანაა დაკავშირებული.
„ლარის კურსის დაცემით მდგომარეობა არაა კატასტორფული, ეს იმიტომ დება, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია დამატებითი სავალუტო რეზერვები, დაახლოებით 3 მილარდი დოლარის ოდენობით. შესაძლებელია, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელოს. მაგალითად, გუშინ დახლოებით 20 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც გაკრვეულწილად გამოიწვია ლარის კურსის შენარჩუნება. თუ შემდგომშიც გაგრძლედაა ლარის კურირს დაცემა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დაკარგავს სავალუტო რეზერვებს", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ლარის კურსის დაცემა ინვესტიციების კლებას უკავშირდება.
„კარგად გვახსოვს 2007 წლის მონაცემები, როდესაც საგარეო ინვესტიციებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მაშინ ლარის კურსი ძალიან გამყარდა. იმის გამო, რომ ინვესტიციები არ შემოდის, ეს ლარის კურს გაკრვეულ პრობლემებს უქმნის. მნიშვნელოვანია ყურადღება იყოს გამხვილებული უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე. ამისთვის კი აუცლებელია პოლიტიკური სტაბილურობა. ე.წ. სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში თუ გაგრძელდა დაპატიმრებების სერია, ეს ნეგატიურად იმოქმედებს ინვესტიციების მატებაზე", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.