reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას - სამართლებრივი პრესინგი ნებისმიერ ნაბიჯზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:07
სამართალი
შალვა ხაჭაპურიძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას - სამართლებრივი პრესინგი ნებისმიერ ნაბიჯზე!
ავტორი:
24 ოქტომბერი, 2015. 14:15



„ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მოსამართლე ურთმელიძის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე!" - ამ განცხადებას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს. ხაჭაპურიძის განმარტებით, 366-ე მუხლი ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმ პირის მიმართ, ვინც სამართალწარმოების მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებებით გამოირჩევა: 


„სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლი - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მოსამართლის შეურაცხყოფით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ვინც მოსამართლეს იხსენიებს იმგვარად, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს გასცდა კრიტიკას, გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებ ხელისუფლებას - სამართლებრივი პრესინგი ნებისმიერ ნაბიჯზე! მკაცრი სამართლებრივი პრესინგია საჭირო! მე კონკრეტული მუხლი დაგისახელეთ, ამას გარდა არის კიდევ რამდენიმე მუხლი. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით იძულებული, მივმართოთ პროკურატურას, დაიწყონ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ხსენებული მუხლებით!" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016