reportiori.ge - ირაკლი ალასანია სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:45
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 16:53

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა. მხარეებმა სამხედრო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი შეიარაღების სისტემას, სამხედრო გეოგრაფიის საკითხებსა და საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისათვის საჭირო, საინჭინრო  მომზადებას შეეხო.

ირაკლი ალასანიამ ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების სისტემაში სამხედრო მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მან ყურადღება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საინჟინრო დარგში ჩატარებული კვლევების შედეგების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გაამახვილა.მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს:

„თავდაცვის სამინისტრო  აფართოებს თანამშრმლობას სამხედრო-სამეცნიერო ინტელიგენციასთან. ქვეყანაში სამხედრო-საინჟინრო მეცნიერების განვითარების კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, რაც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს სამხედრო-სტრატეგიულ დაგეგმარებაში გამოადგება. შევთანხმდით თანამშრომლობის ფორმებზე, მათ შორის, ჩვენს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან. დარწმუნებული ვარ, ამ დიდი რესურსის ამოქმედება თავდაცვის სამინისტროს დაგეგმარების პროცესში ძალიან წაადგება" - განაცხადა ალასანიამ.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძეც დაესწრნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016