reportiori.ge - ნინო მიქიაშვილის რეპორტაჟი აბულმუგის ისტორიული ხეობიდან (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:50
რეგიონები
ნინო მიქიაშვილის რეპორტაჟი აბულმუგის ისტორიული ხეობიდან (ფოტორეპორტაჟი)
25 ოქტომბერი, 2015. 12:44


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი აბულმუგის ისტორიული ხეობიდან რეპორტაჟზე „რეპორტიორს" უამბობს.


გუშინ საყდრისს გავცდით და აბულმუგის ხეობაში შუა საუკუნეების აბანოს სანახავად გავეშურეთ. იქ მეტი საფრთხე იყო, რომ გადაღებისას ხელს შეგვიშლიდნენ, თორემ აფეთქებული საყრისის შორიდან გადაღება შედარებით ადვილია.

 

რამდენიმე დღის წინ ირაკლი ლომიძეს ადგილობრივმა ტელეფონით შეატყობინა - გზა გაჰყავთ, აბანოს უმიზნებენო. თბილისიდან მე, ოდო აჯაია და ირაკლი ლომიძე სპეციალურად ისტორიული აბანოს სანახავად ჩავედით.

 

ცენტრალური გზიდან აბულმუგის ხეობაში გადავუხვიეთ. იქვე ახლოს პოსტი დაგხვდა, რომელიც მანამდე არ იყო. უპრობლემოდ გავიარეთ და დაახლოებით ოცი მეტრით რომ გავცდით, ხელებს იქნევდნენ, არ შეიძლებაო. გზა სწრაფი სვლით გავაგრძელეთ და ხეობაში საკმაოდ ღრმად შევედით, პირდაპირ სამსხვრევ წისქვილს მივადექით, რომელსაც გამოსატუტ მოედნებთან რამდენიმე მეტრი აშორებს. იქ ორი თუ სამი ადამიანი დავინახეთ, გაკვირვებულები იყურებოდნენ, ვინ არიან, რა უნდათ, რა ხდებაო?!მანქანა მოვატრიალეთ და გამოვბრუნდით. ამასობაში რამდენიმე ფოტოს და პატარა ვიდეოს გადაღება მოვასწარი. ნელ-ნელა მოვდიოდით და თან ისტორიულ აბანოს ვეძებდით. ჩაჩეხილ ხეებში ჩამამული აღმოვაჩინეთ. მანქანა იქვე დავტოვეთ და აბანოსთან ავედით. ამ ისტორიულ აბანოს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისი დოკუმენტაცია ჩემს არქივში მაქვს ენახული.

 

ვნახეთ, რომ ისტორიული აბანოს გარშემო ბულდოზერს (ან ტრაქტორს) უმუშავია - იქაურობა გადახნული იყო. ახლო-მახლოს ხეები მოუჭრიათ და აბანოსთან მიუყრიათ. გარშემო შემოვუარეთ და უკანა მხრიდან, დაახლოებით, სამ მეტრის დაცილებით ვნახეთ ახლადგაყვანილი გზა, რომელიც წისქვილს უკავშირდება. არ ვიცი ამ გზას დატოვებენ, თუ ბულდოზერით გადაუვლიან ისტორიულ აბანოს და ასე მივლენ წისქვილამდე.

აფეთქებული საყდრისიდან აბულმუგის ხეობაში მადნის გადასატანად გზა გაჰყავთ. ამ ხეობაში აქვთ მოწყობილი წისქვილი, სადაც მადანს ღია წესით ფქვავენ. იქვეა გამოსატუტი მოედნები, სადაც დაფქულ მადანს ციანიდს ასხამენ. და ეს ხდება დასახლებული პუნქტიდან ანუ სოფელ ბალიჭიდან  650  მეტრში.

 

ამ ფონზე გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი თითქმის ყოველდღე თეთრი მაისურებით აქციებს აწყობს, რაც ტელევიზიით შუქდება. ხან ბარი უჭირავს ხელში და ხეს რგავს, ხან ნაგავს კრფს. ამ პროცესს თან ახლავს ფრაზები, პლაკატები - ვასუფთავებთ გარემოს, ვიცავთ გარემოს. არადა, რეალურად დასაცავი და სიბინძურისგან გასასაფუთავებელი, რაც არის, იმას არც იცავენ და არც ასუფთავებენ.

 

ისტორიულ აბანოს ფოტო და ვიდეო მასალას ვუღებდით, როცა  ჩვენთან მოვიდა ვარდისფერ პერანგში გამოწყობილი ადამიანი და გვითხრა გადაღება არ შეიძლებაო. ნაცნობი სახე ჰქონდა. აღმოჩნდა ბოლნისელი ახალგაზრდა კაცი, სახელად მამუკა, რომელიც საყდრისს რამდენიმე დღე ჩვენთან ერთად იცავდა. რომ აცივდა, სახლიდან პატარა ძველი ღუმელიც ამოიტანა. ახლა "არემჯი გოლდის" უსაფრთხოების სამსახურში დაუწყია მუშაობა. გუშინ დარცხვენილი, გაუბედავად, "არემჯისთვის" უჩვეულო ტონით გველაპარაკებოდა.

 

ბულდოზერი ფერდობზე მუშაობდა, აბანოდან დაახლოებით 30 მეტრში. მერე პირდაპირ აბანოსკენ წამოვიდა. ყოველი შემთხვევისთვის ჩავრთე ვიდეოგადაღების რეჟიმი და წინ დავუდექი, ძალიან ახლოს რომ მოვიდა, გაჩერდა. აქ მუშაობა არ შეიძლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია-მეთქი. მგონი იქვე მყოფმა "არემჯის" უსაფრთხოების თანამშრომელბმა ანიშნეს უკან გაბრუნდიო და გაბრუნდა. ალბათ, ეტყოდნენ, ეს შერეკილები წავლენ და მერე გააგრძელეო.

 

გადაღებას რომ მოვრჩით, დავურეკე: პაატა გაფრინდაშვილს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს; კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს ბესარიონ მაცაბერიძეს და 112-ს. იქ გუშინვე, ან დღეს ჩავიდოდა სააგენტოს ინსპექცია. კაზრეთის პოლიციის უფროსი ჩვენი იქ ყოფნის დროს მოვიდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 112-დან შეტყობინება შესულა და ორკაციანი ჯგუფიც ჩამოვიდა, მაგრამ არ შეუშვეს - გვიანია, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არისო. საბოლოოდ რა მოჰყვება ამ აქტივობას, ორშაბათს დავაზუსტებ.

აბულმუგის ხეობიდან გამოსვლის დროს გამოსატუტი მოედნის მხრიდან ჩვენთან სატვირთო მანქანით მოვიდა "არემჯის" უსაფრთხოების სამსახურიდან ორმეტრიანი, თავგადაპარსული ტიპი, რომელიც კარვების აქციის მიმდინარეობისას საყდრისს ჩვენგან იცავდა ხოლმე. გვეუხეშა, აქედან გადით, სანამ კეთილი ვარ, თან დაგვემუქრა, ეს კერძო ტერიტორიაა,  აქაურობა დატოვეთო. აღარ მახსოვს მერამდენედ დავიწყე იმის ახსნა, რომ ეს ტერიტორია  ჩვენი იყო, საქართველოსი და არა რომელიმე კერძო კომპანიის.

 

პოსტთან რომ მოვედით, გზა გადაკეტილი დაგვხვდა. დარაჯს უბრძანეს გაატარეთო და გაგვატარეს. ამასობაში ამ თავგადაპარსულმა ტიპმა ტელეფონით ჯერ მანქანის ნომრების და შემდეგ ჩვენი გადაღება დაიწყო. მოკლედ, დოდო  ქაჯაიას მანქანა "აღრიცხვაზე" აიყვანეს.

ამ დავი-დარაბაში ჩვენი მანქანა გაფუჭებულა. აბულმუგის ისტორიული ხეობიდან გამოვედით და აფეთქებულ საყდრისთან ახლოს გავჩერდით. ათ წუთში მადნით დატვირთული სამი მანქანა გამოვიდა და მეოთხე უკან მიაბრუნეს, რაც დაინახეს, რომ ამ პროცესს ვიღებდით. საყდრისის უძველესოქროს მაღაროდან დაახლოებით 50 მეტრში ორსაყდრებია, შუა საუკუნეების ორი ტაძარი და ირაკლიმ მათზე არსებული  ზარები ნახა. იქიდან გამოსულმა გვითხრა ბზარები მომატებულიაო.

 

ორსაყდრებიდან ნელი სვლით გავაგრძელეთ გზა პროფილაქტიკისკენ. იქ არავინ დაგვხვდა. მანქანის ძრავა რომელიც უცნაურ ხმას გამოსცემდა, თავისით გაჩერდა. გზაში მანქანა გავრეცხეთ - ძლივს გაძვრა იქაური ტალახი. სამრეცხაოსთან ერთი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და თბილისამდე უპრობლემოდ ჩამოვედით,-განუცხადა „რეპორტიორს" ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016