reportiori.ge - ირაკლი ალასანია : ჩვენი სამხედროებისგან დიდი წარმატებების იმედი გვაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:03
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია : ჩვენი სამხედროებისგან დიდი წარმატებების იმედი გვაქვს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 16:57

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ  ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა მოაწერეს.  მემორანდუმის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედროებისთვის  სპორტული კლუბების გახსნა და სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება.

„მოხარული ვარ, რომ მემორანდუმი გავაფორმეთ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ჩვენი სამხედროები - პარაოლიმპიელები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ იმიტომ, რომ ბოლომდე ბრძოლის უნარი ჩვენ სისხლში და გენში გვაქვს. ჩვენი სამხედროებისგან დიდი წარმატებების იმედი გვაქვს" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

როგორც პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეების სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა, ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას, სოციალურ ადაპტაციასა და რეინტეგრაციას. ხელმოწერის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დაესწრნენ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016