reportiori.ge - პამპერსების შესახებ ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს - რამდენ ხანს შეიძლება ეკეთოს ბავშვს საფენი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:26
სხვადასხვა
პამპერსების შესახებ ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს - რამდენ ხანს შეიძლება ეკეთოს ბავშვს საფენი
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 10:45


დღეს ბავშვის გაზრდა პამპერსის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ერთჯერადი საფენების წყალობითაა, რომ დედებს ღამეების თენება და დღედაღამ რეცხვა-უთოობა არ უწევთ. საბავშვო საფენებმა დედა დიდი შრომისგან გაათავისუფლა, თუმცა კომფორტს თავისი ნაკლოვანებებიც ახლავს.


ბოლო დროს ხშირად გამოთქვამენ საფენების მიმართ უნდობლობას. მის მავნებლობაზე განსაკუთრებით ბიჭების დედები წუხან - ამბობენ, რომ საფენისგან გამოწვეული „სათბურის ეფექტი" ვაჟებში სასქესო ფუნქციების მოშლას იწვევს. ამ მოსაზრებას მომხრეების გარდა მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. ასე რომ, ეს შიში ჯერჯერობით არგუმენტირებულ საფუძველს მოკლებული ჩანს.


სამაგიეროდ, ზუსტი მონაცემები არსებობს, თუ რა შემადგენლობისაა საფენები და რა ნივთიერებებთან უწევს მუდმივი შეხება თქვენს პატარას.


ცნობილია, რომ ერთი ცალი საფენის ბოლო ფენის დასამზადებლად უხეში გათვლებით, საჭიროა ერთი ჭიქა ნავთობი.


მომდევნო ფენა ქლორით დამუშავებული ცელულოზაა, რომელშიც სუპერმშთანთქმელი ფხვნილია მოთავსებული.


რაც შეეხება ძირითად ფენას, რომელიც ბავშვის კანის სიმშრალეს უზრუნველყოფს. აი მისი შემადგენლობა:


1. Sodium Polyacrylate Crystals - გამჭვირვალე გელი-აბსორბენტი, რომელიც სითხეს იწოვს. ეს ტოქსიკური პოლიმერია, რომელიც ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. სხვათა შორის, მისი გამოყენება 80-იან წლებში ქალის ჰიგიენურ საფენებში აკრძალეს. ბავშვზე მისი ზემოქმედება კი საგანგებო კვლევის საგანი არ გამხდარა.


2. პლასტიკატის მემბრანა იდეალურ პირობებს ქმნის ანაერობული ბაქტერიების გასამრავლებლად.


3. Dioxins - ერთ-ერთი საშიში ტოქსინი. დიოქსიდთან სისტემატური კონტაქტი ბევრი რისკის წინაშე აყენებს ორგანიზმს.


4. Xylene, ethylbenzene - საფენებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს. ახასიათებს ნეიროტოქსიკური ზემოქმედება და დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას.


5. Styrene - კანცეროგენი. ტოქსიკურია სასუნთქი გზებისთვის.


6. TBT - აფერხებს სასქესო ჰორმონების გამოყოფას. ბავშვი, რომელსაც დღეში 5 პამპერსს აცმევენ, ამ ნივთიერებას 3,6-ჯერ უფო მეტი დოზით იღებს, ვიდრე დაშვებულია აშშ-ში.


მოკლედ, ზედმეტი ქიმიური ფორმულების გარეშეც ცხადია, რომ „სუპეშესაძლებლობების" მქონე შიგთავსი ბევრ გაუგებარ და ბოლომდე შეუსწავლელ ნივთიერებას შეიცავს. თუმცა ვერც ერთი დედა პამპერსებზე უარს ვერ იტყვის.


როგორ მოვიქცეთ?


მხოლოდ ერთჯერადი პამპერსებით ნუ შემოიფარგლებით. მოიკითხეთ მრავალჯერადი საფენებიც და სცადეთ გადახვევის მეთოდი. ეცადეთ, დღის გარკვეული მონაკვეთი ბავშვმა ან საფენის გარეშე ან მრავალჯერად საფენში გაატაროს. როცა ამის შესაძლებლობაა, ატარეთ ბავშვი უსაფენოდ. განსაკუთრებით ზაფხულში. ხშირად შენიშნავთ, რომ პაპანაქება სიცხეში ბავშვები საათობით „იხარშებიან" საფენებში.


რამდენ ხანში უნდა გამოვუცვალოთ?


3 თვემდე ასაკის ბავშვს 3 საათში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ საფენი. თუმცა ეს ღამეს არ ეხება - გამოსაცვლელად ბავშვის გაღვიძება საჭირო არ არის. შეცვლის შუალედებში 10-20 წუთით ბავშვი „გაანიავეთ".

3 თვიდან 6 თვემდე 4-5 საათში ერთხელ გამოუცვალეთ. უფრო დიდს კი საჭიროების მიხედვით. თუმცა 6 საათზე მეტხანს დღისით საფენი არ გაუჩეროთ.


გაითვალისწინეთ:


ის, რომ მატერიალურად არ გიჭირთ და საფენების შეძენა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, იმას არ ნიშნავს, რომ მისი „გადაგდება" არ იჩქაროთ. როგორც კი ცივ სეზონს „გადააგორებს", პირველივე წელს იფიქრეთ საფენის გადაჩვევაზე, ყოველ შემთხვევაში, დღისით მაინც. ბავშვი რაც უფრო ადრე დაიწყებს შარდდენისა და დეფეკაციის კონტროლს, მით უკეთესია მისი გამომყოფი სისტემისთვის.



წყარო: mshoblebi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016