პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არა ავლაბრის სასახლეში, არამედ სხვა შენობაში განთავსდება - „ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ფუფუნების ობიექტებში არის შეყუჟული, როდესაც ქვეყანაში სერიოზული გაჭირვებაა. ის რომ პრეზიდენტის რეზიდენციის შენობა უფრო ნაკლებად პომპეზური, ნაკლებად ხარჯიანი და უფრო ეკონომიური უნდა იყოს, ეს იქედან გამომდინარეობს, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენს თავს ამ საზოგადოებაში. მიმაჩნია, რომ ფუფუნების ყველა ობიექტი, რომელიც პრეზიდენტის მფლობელობაში იყო, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს უნდა მოხმარდეს. იქ უნდა განთავსდეს, რამე ისეთი უწყება, რომლისთვისაც ამხელა მოცულობა უფრო რენტაბელურია. პრეზიდენტს ბუნებრივია სამუშაო ადგილი სჭირდება, მაგრამ არა ამხელა სასახლე" - განაცხადა მარგველაშვილმა „ინტერპრესსნიუსთან."