reportiori.ge - ილია ჩაჩიბაია: საჩივრის მიუხედავად, „ობიექტივი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მამხილებელი კადრების ეთერში ჩვენებას აგრძელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:51
მედია
ილია ჩაჩიბაია: საჩივრის მიუხედავად, „ობიექტივი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მამხილებელი კადრების ეთერში ჩვენებას აგრძელებს
ავტორი:
27 ოქტომბერი, 2015. 20:11


ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას განცხადებით მედიაკავშირი „ობიექტივი" ყოველდღე 00:05 საათზე ეთერში ციხის კადრებისა და ზუგდიდის სამალავში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების მოკლე ფრაგმენტეს გაუშვებს.


შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციება მედიაკავშირ „ობიექტივს" აღნიშნული საკითხის ფართო მასებისთვის გავრცელების გამო უჩივლეს, თუმცა ობიექტივი პოზიციებს არ თმობს.


ობიექტივის" წამყვანებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავრცელებული წამების კადრების ფრაგმენტები, ყოველდღე 00:05 საათზე ეთერში გავუშვათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩანაწერები საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და სააკაშვილის ხელისუფლებას ამხელს. ხაზგასმით ვამბობ, რომ კადრები არ შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ ფრაგმენტებს, ეს არის სისტემური დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, მაყურებლების დაჟინებული მოთხოვნის და პროფესიული მოვალეობის გრძნობის საფუძველზე მივიღეთ. კადრების გაშვებას, წინ უძღვის გაფრთხილება, არასრულწლოვანი და სუსტი ფსიქიკის მქონე პირები ეკრანს გაერიდონ.

ყოფილი ხელისუფლების სატელიტი, 11 არასამთავრობო ორგანიზაცია "ობიექტივის" ეთერში წამების ამსახველი კადრების გადაცემის გამო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს და თხოვს, რეაგირება მოახდინოს.

მაინტერესებს, რატომ არცერთი ორგანიზაცია არ გმობს სამეგრელოში ამოღებულ ჩანაწერებში წამების, გაუპატიურების და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებს და რატომ ამახვილებს ყურადღებას მხოლოდ კადრების გასაჯაროვება-არგასაჯაროვების საკითხზე?

საჩივრის მიუხედავად, "ობიექტივი" წამების ამსახველი და "ნაციონალური მოძრაობის" მამხილებელი კადრების ეთერში ჩვენებას აგრძელებს.

აქვე გთავაზობთ მომჩივანთა სრულ სიას:

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი

საფარი

კონსტიტუციის 42 მუხლი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

იდენტობა

მედია კლუბი

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)"- აცხადებს ჩაჩიაბაია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016