reportiori.ge - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურნირიდან აფხაზი სპორტსმენების მოხსნის გამო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:15
კონფლიქტები
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურნირიდან აფხაზი სპორტსმენების მოხსნის გამო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 12:32


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გასულ კვირას ერევანში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რის დროსაც, თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირიდან აფხაზი სპორტსმენები მოხსნეს.



ე.წ. საგარეო უწყების მტკიცებით, შეჯიბრში მონაწილეობა სპორტსმენებს სომხეთში საქართველოს საელჩოს ჩარევის გამო აუკრძალეს.



ღრმა მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი სომხეთში მოხდა - ქვეყანაში, რომელსაც აფხაზეთი მეგობრულ სახელმწიფოდ განიხილავს იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში დიდი სომხური დიასპორაა, მთიან ყარაბაღის რესპუბლიკასთან კი, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. სომხეთის ხელისუფლების და ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილება რთული გასამართლებელია", - აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.



განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ყველა გზით ცდილობს, შეზღუდოს აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებში, რაც ადასტურებს „აფხაზი ერის იზოლაციისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას".



ე.წ. უწყება აცხადებს, რომ ერევანში მომხდარ ფაქტზე ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე ისაუბრებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.



საერთაშორისო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ერევანში 21-23 ოქტომბერს გაიმართა.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016