reportiori.ge - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:37
სამართალი
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 12:33


რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება მიიღო და მოპასუხე მხარის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, შესაბამისად, სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო. ერთ საათში მოპასუხე მხარის ადვოკატებს მისცემენ გუშინდელი სხდომის ოქმს - სასამართლო დარბაზში არსებული კამერების ჩანაწერს. როგორც მოპასუხე მხარის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, გუშინ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის ჩვენება არაარგუმენტირებულ ქაღალდებს ეყრდნობოდა, შესაბამისად, ამ ფირის საფუძვლიანი გაშიფვრა საჭიროა:


„გვჭირდება, გუშინდელი სხდომის ოქმი დეტალურად გავიაროთ, რადგან იქ გამოვლინდა ექსპერტის არაკომპეტენტურობა, მოუმზადებლობა. ის დაეყრდნო ფურცლებს, რომელსაც არავითარი შინაარსი არ აქვს. ვითხოვდით სხდომის ორშაბათისთვის გადადებას, თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და ხვალისთვის ჩაინიშნა მორიგი სხდომა", - განაცხადა ბიბილაშვილმა.



„რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016