reportiori.ge - „რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:41
სამართალი
„რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 13:31


ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის ადვოკატები არ იზიარებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება „რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობის დაკმაყოფილებას სხდომის გადადების თაობაზე.



ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, მაშინ, როდესაც მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულებები, მათ გასაანალიზებლად მოპასუხე მხარის მოთხოვნა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით გაუგებარია.



ამასთან, პაატა სალიას თქმით, „რუსთავი 2"-ის ადვოკატებს ჰქონდათ საკმაო დრო, რათა გაეანალიზებინათ და შეესწავლათ ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტაციის სიყალბეზე გამოთქმული ვარაუდები.



რუსთავი 2"-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება შეაფასა.



ჩვენ ვადა გვჭირდება, რათა მოპასუხე მხარე მოვემზადოთ პაექრობისთვის. ჩვენ არ გვქონდა სათანადოდ მომზადების საშუალება, რადგანაც ექსპერტის დაკითხვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ამისთვის ვითხოვეთ დრო და მოსამართლეს არ ჰქონდა უარის თქმის საფუძველი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016