გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში. 100-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევრიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი საპრიზო და 3 საუკეთესო მინიატურის ავტორი გამოავლინა. გამარჯვებული მინიატურები ცნობილმა მსახიობებმა წაიკითხეს.
გამარჯვებულებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცათ. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული ნინო ქადაგიძე გახდა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „სიმფონიეტა". გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრმა „არტ ჰოლმა" კი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „ერთგულება" შარშან, მწერლის დაბადებიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფუძნდა.