reportiori.ge - დიდი ბრიტანეთი და თანამეგობრობის ქვეყნები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:31
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი და თანამეგობრობის ქვეყნები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ
10 ნოემბერი, 2013. 16:02

დიდი ბრიტანეთი და თანამეგობრობის ქვეყნები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე საერთაშორისო მისიებში გარდაცვლილი და დაჭრილი მებრძოლები,  დღეს თბილისში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს საელჩოში გაიხსენეს.


ხსოვნის დღეზე ISAF-ის მისიასა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებთან მიხეილ დარჩიაშვილთან და ზაზა ბროლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი გმირების, ასევე მსოფლიო ომებსა და საერთაშორისო მისიებში ყველა ქვეყნის დაღუპული სამხედროების ხსოვნას, დიპლომატებთან ერთად,  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ საქართველო-ბრიტანეთის დროშებთან მიაგო პატივი.

ხსოვნის დღე დიდ ბრიტანეთში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აღინიშნება, რომლის სიმბოლოც წითელი ყაყაჩოა. ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით ყაყაჩოები იყიდება და ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა ვეტერან საზოგადოებას, ექიმებს, თანამეგობრობის ჯარისკაცებს, გარდაცვლილთა და დაჭრილთა ოჯახებს ხმარდება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016