reportiori.ge - ზურაბ ქადაგიძე: თუ თქვენ არ იმოქმედებთ ხალხი გამოუტანს მათ განაჩენს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:44
სამართალი
ზურაბ ქადაგიძე: თუ თქვენ არ იმოქმედებთ ხალხი გამოუტანს მათ განაჩენს!
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 22:12


 

„დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერების შემდეგ კიდევ ერთხელ მივმართავ მთავრობას და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყონ ნიკა გვარამია, გიგა ბოკერიას და მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ", - განცხადებას „რეპორტიორთან" საუბარში „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე აკეთებს:


„მათ აქვთ მცდელობა და გეგმავენ კანონიერი ხელისუფლების რევოლუციური (ძალადობრივი) გზით დამხობას.  მათ ეს ყველაფერი ერთხელ შეძლეს და სამწუხაროდ 9 წელი შერჩათ ისე, რომ მათ წინააღმდეგ არავის დაუწყია სამართლებრივი დევნა!

 

დღეს ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და აუცილებელია პრევენციის მიზნით განხორციელდეს ქმედითი ზომები, რადგან ქვეყნის წინსვლისათვის ყოვლად მიუღებელია მსგავსი სცენარით სიტუაციის განვითარება.

 

დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, რათა გააგრძელოს წინსვლა. ამ ადამიანებისათვის კი სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს და მათთვის უცხოა სახელმწიფოებრივად აზროვნება, მათთვის არაფერს ნიშნავს რამდენიმე ადამიანის სიკვდილი, იმ ადამაინების სიკვდილი რომელზეც უნდა იდგეს სახელწიფო, ამას ადასტურებს მათი საუბრები, სადაც  ამბობენ, რომ იქნება სროლა და მოკვდება ხალხი. რას ვიზავთ რევოლუციის აუცილებელი ატრიბუტი გვამი არის.

 

კიდევ ერთელ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და მათგან მოვითხოვთ! დიახ, მოვითხოვთ - ეს ადამიანები სასწრაფოდ იქნან დაჭერილნი, მოხდეს მათი ჩამოშორება საზოგადოებრივი საქმიანობიდან, რათა არ მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია, და არ შეიტანონ დაძაბულობა საზოაგადოებაში. მათ წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულობა არსებობს და დროა იზეიმოს სამართლმა, ჩვენ გაფრთხილებთ თუ თქვენ არ იმოქმედებთ ხალხი გამოუტანს მათ განაჩენს! ეს არ იქნება სამართლებრივად სწორი, მაგრამ იქნება მორალურად გამართლებული მოქმედება. იმოქმედეთ! ყველა კოზირი თქვენს ხელშია გაატარეთ აუცილებელი მოქმედებანი, რათა თავიდან ავიცილოთ,  ავიცილოთ არეულობა სახელმწიფოში, არეულობა რომელიც ჩვენს ქვეყანას უკან დააბრუნებს", - აცხადებს ქადაგიძე. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016