ჩანაწერები უკრაინულმა ვებ-გვერდმა uareview.in.ua-მ გამოაქვეყნა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია:
მ.ს. გვარამიას ვუთხარი შემდეგი რაღაცა, 22-ში ეგენი მიიღებენ გადაწყვეტილებას და 22-შივე აღასრულებენ და შევლენ რუსთავში 2-ში. ეს რომ არ დაუშვას, ხვალიდან უნდა დაიწყოს მშენებლობა რკინის კონსტრუქციების, ბევრი ბარიკადი უნდა გააკეთოს, ციხესიმაგრე უნდა გააკეთოს თავისი დაცვით, გამაგრებით, ბოევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ.
გ.ბ ბოევიკბი მაგას არ ჰყავს. მაგისთვის ვემზადებით რომ პარტიამ დააყენოს. ადგილი დავათვალიერეთ, დღეს შევხედეთ როგორ არის, დიდი სივრცეა ძაან, მაგრამ მანდ პრობლემა ის არის, რომ ორი ადგილია სადაც უნდა შევიდნენ რომ გათიშონ. თუ გათიშვა უნდათ, შეუძლიათ დელისშიც შევიდნენ, სიგნალი იქიდან მოდის.
მ.ს. მერე რა, შეუძლაით სიგნალი გათიშონ, მაგრამ რუსთავი არსებობდეს ინტერნეტში.
გ.ბ. კი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ეგ არის.
მ.ს. დელისის გამაგრება ადვილია.
გ.ბ. ხო, ვიცი რომ ადვილია, მაგრამ ბევრი ხალხის დაყენებაა რთული. ანუ, ხომ გესმის, ბევრი ხალხი ორგან რთულია. ნუ მაგრამ გადიან, ამას აქ ჩვენები.
მ.ს. უნდა ააშენოს რკინის კონსტრუქციები.
გ.ბ. ხო მაგრამ მანდ ადგილი გახსოვს შენ როგორია? და ერთი რკინის კონსტრუქცია, ისე რომ ვერ შეაღწიონ არ არსებობს. მანდ უნდა ჯახი მოხდეს, მაგრად უნდა მოგერიონ რომ აიღონ თორემ, რკინის კონსტრუქცია რომ ვერ შევიდეს, სპეციალური დანიშნულების რაზმი, იმხელა სივრცე არის...
მ.ს. აშენებადია, ახლა რას მიყვები, სწრაფად თუ ააშენებთ აშენებადია.
გ.ბ. კაი შევხედავ ადგილს კიდევ.
მ.ს. აშენებადია, სხვა გზას მე ვერ ვხედავ, ერთი კვირა უნდა გამაგრდნენ. ეს იდიოტი უცხოელები რას შვებიან?
გ.ბ. ხვალ, რაღაცა დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ თემაზე.
მ.ს. დიდ განცხადებას თუ პროსტა ჰკითხავენ სპიკერს და...
გ.ბ. ხო რა ვიცი, ამათ შეხვდნენ და ასე უთხრეს რომ მოდით და გადმოგცეთ განცხადებაო. ნუ არ ვიცი, ვნახოთ რა... ეგ ამბავი, რაც ხდება, პირდაპირ ჩვენს ხელში არ არის და გამოხმაურება, პერსონალურად რას გვეტყვის ქალბატონი... და ვნახოთ კიდევ რამეს აპირებენ თუ არა დამატებით, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ ჩვენ ადგილზე. შენ ხომ იქ იქნები და გეტყვი დამატებით კიდევ, მაინც ტელეფონით არ მინდა. როდის ჩამოდიხარ?
მ.ს. მე ჩამოვდივარ სამი საათით სულ და უკან მივდივარ.
გ.ბ. ვიცი ხო, მაგრამ ხომ გექნება ნახევარი საათი მაინც. როდის არის ეგა? ზეგ ხომ?
მ.ს. ხო.
გ.ბ. რომელ საათზე?
მ.ს. ხუთზე მგონი.
გ.ბ. ოკ, წეღან, ერთი საათის წინ წამოვედი ნიკასგან, მერე უნდა შეხვედროდა ჟურნალისტებს და როგორ განწყობაზე გეჩვენა?
მ.ს. დაბნეულები არიან ჟურნალისტებიო, მაგრამ უნდა გაამხნევოს ნიკამ. მე ახლა ძაან დაღლილი ვარ და უნდა მოვიდე აზრზეო.
გ.ბ. ხო დაღლილები ვართ, მთელი დღე იქ იყო, ყველანი დავიღალეთ.
მ.ს. მანდ უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქცია. მე ვუთხარი ნიკა, შეიძლება ატყდეს სროლა, მაგისთვისაც მზად უნდა იყოთქო. ვაიმე, ვაიმეო, მაგრამ ეგრეა და რა ვუყო. საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება და ვაჩვენოთ რომ ეს შეგვიძლია. სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას.
გ.ბ. ყურადღებაზე არ არის, ბრძოლისუნარიანობა უნდა ვაჩვენოთ.
მ.ს. უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები, თუ გაისვრიან გაისვრიან, რა ვქნათ.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=79766&lang=1