ჩანაწერები უკრაინულმა ვებ-გვერდმა uareview.in.ua-მ გამოაქვეყნა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:
ნ.გ ბატონო
მ.ს. რაო, ძამაო ნიკოლოზ, როგორ ხარ? დაიღალე?
ნ.გ. დავიღალე ძაან, მართლა
მ.ს. აბა რა მოგივიდოდა. ცოტა გაამხნევე შენი თანამშრომლები
ნ.გ. გამხნევებულები არიან, მაგრამ ცოტა დაბნეულები არიან, ვერ გაიგეს დღეს, იქ იჯდა ყველა და გამო...დნენ ისეთი ქნა იმ ტიპმა.
მ.ს. აბა რას იზამდნენ, შემდეგზე მიიღებს გადაწყვეტილებას
ნ.გ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მთავარია რას იზამს ეს აღსრულების ნაწილი, მაგის ეშინია ყველას
მ.ს. აღსრულების ნაწილს მიიღებს ერთმნიშვნელოვნად.
ნ.გ მერე როგორ წარმოგიდგენია?
მ.ს უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე. მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები გააკეთოთ, მოიმარაგოთ წყალი და ა.შ. და უნდა იყოს მრავალკვირიანი სთენდ ოფი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, გარშემო უნდა დააწყოთ დიდი ბარიკადები. ახლავე უნდა დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები მიიტანოთ დააწყოთ, ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ. გარშემო დაცვის ხაზი, კარვები ეგ არის ერთადერთი. მანდ სხვა გზა არ არსებობს. ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ.
ნ.გ. იასნა... კაი გავიგე.
მ.ს. მაგის სპეციალისტებიც არსებობენ, რომ ძნელი იყოს გახსნა, რამდენიმე ბარიერი, მერე რკინის კონსტრუქცია, სასწრაფოდ უნდა ააშენოთ. ახლავე უნდა დაიწყოთ მშენებლობა.
ნ.გ. კაი, მივხედავ ხვალიდან.
მ.ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია... 22 -ში იქნება შემოსვლა და აღება, ეს აღება არ უნდა დაუშვათ, 1500 - 2000 კაცს ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგროთ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ძაან გაუჭირდებათ.
ნ.გ. პროსტა მე შემოსავალში გამიჭირდება
მ.ს რა შემოსავალი, ჩვეულებრივი რევოლუცია, ომია
ნ.გ. ხო, მაგრამ, რაღაც ხომ უნდა მივცე, საჭმელი ხომ უნდა ჭამონ
მ.ს. მაგი ხო, მაგრამ, საუბარია კვირაზე.
ნ.გ. ხო მაგრამ შენ ფიქრობ რომ ეგეთი „რაზვიასკა" იქნება ორ კვირაში?
მ.ს. ერთმნიშვნევლოვნად
ნ.გ. ოკ
მ.ს. კონცერტი 23-ში სად არის, რა ადგილზე?
ნ.გ. თავისუფლების მოედანზე.
მ.ს. ხოდა ეგენი 22-ში აპირებენ მიღებას მდა 22-შივე შემოვარდნას, ამიტომ 22-ში უნდა იყოს გარშემო კონსტრუქცია, და კონცერტიც უნდა ჩატარდეს, იქ უნდა იყოს ხალხი და ასე რა. ეს არის კონცერტი. უცხოელები რას ამბობენ?
ნ.გ. ელჩებს შევხვდები ხვალ და ზეგ... რა უნდა ვქნათ?
მ.ს რა უნდა ქნა, იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც დაიცავენ, საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება. ეგრეა რა ვქნა.
ნ.გ კარგი, დამილაგდება ახლა გონებაში, დღეს, ღამე რომ გამოვიძინებ და ხვალ დილიდან მივხედავ ...
http://reportiori.ge/?menuid=3&id=79767&lang=1