მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს:
„თავისუფალი სიტყვის ბოლო ციხესიმაგრის დაცვა საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის ბრძოლის ტოლფასია. ნურავის გაუკვირდება, რომ მე ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებ ყველას, ვისაც ამის ძალა და შესაძლებლობა შესწევს. თუ გვინდა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პუტინის სცენარით საქართველოში თავისუფალი აზრის ჩახშობა. თუ თავისუფლების ფიზიკურად დაცვა გახდა საჭირო, ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. როცა დემოკრატიას კლავენ, მას ფიზიკური დაცვა სჭირდება, ამას გვასწავლის ევოპული დემოკრატიის ისტორია. სწორედ ასე, უხეში ძალის წინაშე მშვიდობიანი წინააღმდეგობით დაიცვა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი თავისუფლება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქმედებს იანუკოვიჩის მოდელით, მან უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ბოლო განცხადებების ფონზე, უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს პროვინციელი დიქტატორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სროლასაც კი არ მოერიდება. მაგრამ, თუ ჩვენ ღირსებას შემართებით დავიცავთ და არ დავთმობთ თავისუფლებას, მისი ხვედრი ზუსტად იგივე იქნება რაც იანუკოვიჩმა გაიზიარა.
ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა", - წერს სააკაშვილი.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=79767
http://reportiori.ge/?menuid=3&id=79766