„ამ აუდიოჩანაწერების გავრცელება არ არის დანაშაული, ისევე როგორც ვიდეოფირების გავრცელება, რომლებიც ეს დღეებია ტრიალებს! კიდევ უნდა გამომზეურდეს ასეთი კადრები!", - ამ განცხადებას ლექტორი ზაზა სიამაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აკეთებს:
„თქვენ, მე, ხალხს რაიმე რომ გაგვიჭირდეს, უშიშროების სამსახური ხომ უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე?! როგორ შეიძლება ამ აუდიოჩანაწერის მერე ხალხი მოსვენებული იყოს?! ხალხი შეიძლება გამოვიდეს და კიდევ უფრო უარესი მოხდეს, ვიდრე მათ თვითონ ნაციონალებს წარმოუდგენიათ! როგორ ფიქრობთ, ნაცმოძრაობას ან მათ ბელადს მარტო ქართველი ხალხი ჰყავს გადამტერებული და მოდავე? სააკაშვილმა ოდესაში ადგილობრივები გადაიმტერა, კიდევ უფრო უარესს აკეთებს, ვიდრე საქართველოში დაატრიალა.
დღესვე, დაუყოვნებლივ უნდა დააკავონ გვარამია და ბოკერია! ეს არ არის საკმარისი, იმისთვის რომ პროკურატურამ იმოქმედოს?! არ უნდა აღიძრას საქმე? ვერ ხედავთ რომ ხალხი წყობიდან არის გამოსული? ამ კადრებს შეიძლება ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გაუძლოს?
თვითონ ტელევიზია ემიჯნება გვარამია-ბოკერიას განცხადებებს! ისინი სასწრაფოდ უნდა იყვნენ იზოლორებულნი! ბოკერიას მეუღლე დესტაბილიზაიის მომწოდებლად გვევლინება. ჩერგოლეიშვილი დაჟინებით მოუწოდებს საზოგადოებას დესტაბილიზაციისკენ, გეცოდინებათ სოციალურ ქსელებში მისი გამონათქვამები! ეს არის სახელმწიფო პირებისკენ მიმართული ქმედებები! სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებს, რომ აღმართეთ ბარიკადები. ეს ბარიკადები მარაბდის ველზე იგულისხმება?! ეს უნდა მოხდეს შუა ქუჩაში. ანუ, ქალაქში უნდათ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. გამოიფხიკონ ყურები დიპლომატებმა!
მთავრობის ადგილზე ყველა დიპლომატიურ მისიას შევკრებდი და ვუჩვენებდი იმ ამაზრზენ კადრებს! მთელი სიცხადით ვუჩვენებდი! მერე როგორ ამოიღებდნენ ხმას მაინტერსებს! ჯერ იმ ფაილებს უყურონ და მერე მელაპარაკონ ზნეობაზე!", -აცხადებს სიამაშვილი.