ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ საჭიროებს, რადგან საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით უკვე აღძრულია და როგორც ჩანს, გამოქვეყნებული ჩანაწერებიც ძველია.
როგორც ნიკოლაიშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა და ამ მხრივ ვითრებას ის სრულიად აკონტროლებს.
„კონკრეტულად ამ ფაქტზე საქმე არ აღიძრება, რადგან ეს ჩანაწერი როგორ ჩანს არის იმ საქმის ნაწილი, რომელიც უკვე აღიძრა. დროშიც ემთხვევა ეს ერთმანეთს, ვინაიდან ლაპარაკი არის იმაზე, რომ 22 ოქტომბერს მოსამართლე უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც გვარამიამ გაახმოვანა და ისტერიული ყვირილით აცნო საზოგადოებას, რომ მას აქვს აბსოლუტურად სანდო ინფორმაცია, რომ 22-ში მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ეს ჩაწერილია 22-მდე, ამის შემდეგ რამდენიმე დღის წინ იქნა დაწყებული გამოძიება, დაიკითხა გიგა ბოკერიაც.
თავად ბოკერიამაც დაადასტურა, რომ ეს აუდიოჩანაწრი ავთენტურია. საუბარი მიმდინარეობს და ახლა ლაპარაკი არის იმაზე, თუ რამდენად შეიძლება იყოს ეს ყველაფერი რეალური. მხოლოდ ლაპარაკი და სიტყვა თავისთავად არაფერს ნიშნავს.
მთავარი არის კონტექსტი. თვითონ ამბობოენ, რომ დასაცავად ემზადებიან და წინააღმდეგობას გაუწევენ, თუმც არანაირ სახელმწიფო გადატრიალებაზე და რევოლუციაზე არ უსაუბრიათ. კანონის აღსრულებისათვის წინააღმდეგობის გაწევაშიც არის დანაშაულის ნიშნები.
თავად „ნაციონალური მოძრაობაც" არ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ აკონტროლებს. რომელიმემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" არ აკონტროლებს? „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კიდევ უფრო მორიდებით იძახიან, მაგრამ „ნაციონლური მოძრაობის" თავმჯდომარეა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ოფიციალურად ვალდებულიც არის, რომ გააკონტროლოს. ცოტა კურიოზული სიტუაცია კი არის, სხვა ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ ფაქტი ეს არის."- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.