„ობიექტივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათ, ვინც დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო თვს შეურაცხყოფილად გრძნობს, მზად არის თავად გაუწიოს დახმარება და დაასაქმოს.
„ყველას გთხოვთ გადასცეთ „რ-2" დან წასულ ყველა ჟურნალისტს:
- თუ თქვენი , როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები შეილახა თქვენი სამუშაო ადგილის და იქ შექმნილის პირობების გამო და თქვენ გაქვთ სურვილი დატოვოთ რუსთავი-2 - ში დაკავებული თქვენი პოზიცია, გთხოვთ მოგვმართოთ პირადად ჩვენ აქვე, ფეისბუქის პირად ფოსტაში .
გარწმუნებთ, თვითეული თქვენთაგანი დასაქმებული და განვითარების აბსოლუტური გარანტიით უზრუნველყოფილი იქნება ჩვენს მიერ ახლად დაარსებულ სრულიად საქართველოსა და სატელიტით საერთაშორისო მაუწყებელ ახალ, მართლაც ჭეშმარიტ სახალხო ტელევიზიაში.
დიდი მადლობა!!
გელით!"- ავრცელებს ყარაულაშვილი.