„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საზოგადოებისთვის 315 მუხლის შინაარსს განმარტავს. შეგახსენებთ, რომ ამ მუხლით ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
„მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (27.04.2007N4698)
1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე."- წერს ლორთქიფანიძე.