reportiori.ge - თამაზ ურთმელიძემ ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:49
სამართალი
თამაზ ურთმელიძემ ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 12:12


მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა.



გვარამიას პროცესზე დასწრების შუამდგომლობა „რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა დააყენეს და გვარამიას დაშვება მოითხოვეს.



„რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა, სადაც მოპასუხე მხარე საპაექრო სიტყვით უნდა წარდგენილიყო, შუამდგომლობებით განახლდა. „რუსთავი 2"-ის იურისტის გიორგი საძაგლიშვილის თქმით, გვარამიას პროცესზე დასწრებას მტკიცებულების ძალა ექნება. ასევე, ადვოკატების თქმით, მაშინ როდესაც გვარამია არ ესწრება პროცესს, მხარეები არიან არათანაბარ პირობებში, რადგანაც მოსარჩელე მხარის მიერ სხდომაზე გაჟღერებული ფაქტების დადასტურება ან უარყოფა „რუსთავი 2"-ის ადვოკატებს არ შეუძლიათ.



მოპასუხე მხარის ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე. მათი თქმით, მოხდება პროცესის პოლიტიზირება და პროცესუალურად არაფერი ახლის მომცემი არ იქნება.



მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების მოტივად დაასახელა ის, რომ გვარამიას მიერ კეთდება სასამართლოს შეურაცხმყოფელი და ზოგჯერ მუქარის შემცველი განცხადებები. ამასთან, მოასამართლის განცხადებით, მოპასუხე მხარის მოტივი არასაკმარისია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016