reportiori.ge - „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი 2 ნოემბრამდე გადაიდო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:41
სამართალი
„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი 2 ნოემბრამდე გადაიდო
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 12:40


რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ კვლავ გადადო. პროცესი ორშაბათს, 11:00 საათზე დაინიშნა. აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეს კვლავ „რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა მიმართეს. მათი თქმით, ის დრო, რაც გუშინ მოსამართლემ მათ მისცა ექსპერტის სიტყვის გასაანალიზებლად, არ ეყოთ და გონივრული ვადა ორშაბათამდე ითხოვეს.



„რუსთავი 2"-ის ადვოკატების თქმით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობას სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე მოსარჩელე მხარე დაეთანხმა.



ქიბარ ხალვაშის ადვოკატების თქმით, პროცესის გადადების პრობლემა არ არსებობს. ხოლო იმისთვის, რათა მხარეები თანაბარ პირობებში იყვნენ, მოსარჩელე მხარეს ადვოკატმა პაატა სალიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მომავალ სხდომაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხდომა გადაიდებოდა, მისცემოდათ მოსარჩელე მხარეს საპაექრო სიტყვის დასკვნის სახით მცირე ვადაში ჩამოყალიბება.



საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხდომის გადადების პრობლემა არ არსებობდა. მხარეების პოზიცია გაიზიარა მოსამართლემ და შემდეგი სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს, 11:00 საათზე დანიშნა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016