„რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ კვლავ გადადო. პროცესი ორშაბათს, 11:00 საათზე დაინიშნა. აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეს კვლავ „რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა მიმართეს. მათი თქმით, ის დრო, რაც გუშინ მოსამართლემ მათ მისცა ექსპერტის სიტყვის გასაანალიზებლად, არ ეყოთ და გონივრული ვადა ორშაბათამდე ითხოვეს.
„რუსთავი 2"-ის ადვოკატების თქმით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობას სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე მოსარჩელე მხარე დაეთანხმა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატების თქმით, პროცესის გადადების პრობლემა არ არსებობს. ხოლო იმისთვის, რათა მხარეები თანაბარ პირობებში იყვნენ, მოსარჩელე მხარეს ადვოკატმა პაატა სალიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მომავალ სხდომაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხდომა გადაიდებოდა, მისცემოდათ მოსარჩელე მხარეს საპაექრო სიტყვის დასკვნის სახით მცირე ვადაში ჩამოყალიბება.
საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხდომის გადადების პრობლემა არ არსებობდა. მხარეების პოზიცია გაიზიარა მოსამართლემ და შემდეგი სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს, 11:00 საათზე დანიშნა.