თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე გამოტანილ განაჩენს ხმაური მოჰყვა.ზურაბ ვაზაგაშვილის დედის ციალა შანავას თქმით, მაშინ როდესაც უდანაშაულო მამა-შვილი შეიწირეს მკვლელებმა, აღნიშნული განაჩენი მისთვის მიუღებელია და საკმაოდ მცირეა. ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვეს.
„რაც კორტებთან მოხდა, მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ. მსგავსი უსამართლობა არ მინახავს", - განაცხადა ციალა შანავამ.
ამას გარდა, ირაკლი ფირცხალავას მეუღლის ნინო ხვიტიას თქმით, ეს პროცესი არ დასრულებულა და იმედი გამოთქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით მომავალში იქნება ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიღებული. ფირცხალავას მეუღლის ინფორმაციით, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.