reportiori.ge - ნიკა გვარამია: თუ ვინმეს უნდა სახელმწიფო გადატრიალება, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:23
სამართალი
ნიკა გვარამია: თუ ვინმეს უნდა სახელმწიფო გადატრიალება, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს!
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 13:26


„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიას დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მზადაა, გამოძიებას უთხრას ყველაფერი, რაც მისთვის ცნობილია.


„დღეს დაბარებული ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე. რა თქმა უნდა, მე მივცემ ყველა ჩვენებას, რომელიც ჩემთვის ცნობილია. მე ვიცი, რას ნიშნავს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება. მე თავად ვიყავი ამ შეთქმულების მსხვერპლი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ჩემი ოჯახი მნიშვნელოვნად დაზარალდა ამის გამო. მე თავად ვიყავი სახელმწიფოს წარმომადგენელი მაშინ, როცა 2007 წელს საქართველოში იგეგმებოდა სახელმწიფო შეთქმულება და გადატრიალება. ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისთვის სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ყოფნა. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მუშაობს სახელმწიფო უწყებებში და აკეთებს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში უნდა სახელმწიფო გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ის უნდა დაისაჯოს აუცილებლად, ყოველთვის, ამ მთავრობის თუ სხვა ნებისმიერი მთავრობის დროს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში - ეს არის ხალხის მიერ არჩეული ძალა და ხელისუფლების დამხობა ეს არის ხალხის ნების წინააღმდეგ მიმართული სვლა, ოღონდ თავად ხელისუფლებასაც უნდა ახსოვდეს, რომ ის პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და ხალხის წინააღმდეგ სვლა მისთვისაც არის დანაშაულებრივი.

 

მოვუწოდებ ყველა საგამოძიებო და ძალოვან სტრუქტურას, მოექცეს სამართლის მოთხოვნის ჩარჩოებში, ნუ გახდება კონკრეტული პირების ბრძანებების აღმსრულებელი და ნუ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს. ეს არის მათი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი მკაცრად აგებენ კანონის წინაშე პასუხს და წარსდგებიან სასამართლოს წინაშე", - აღნიშნა გვარამიამ.


მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს საგამოძიებო უწყებაში დააკავებენ, ტელეკომპანიაში მის მოვალეობას ზაალ უდუმაშვილი შეასრულებს.


„საჯაროდ ვაცხადებ, იმ შემთხვევაში, თუ მე ვრჩები დღეს საგამოძიებო უწყებაში და ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც შევედი და ვერ გამოვედი, ჩემს მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. ოღონდ არავის არ გქონდეთ იმედი, რომ ჩემი გასვლით და ზალიკოს დარჩენით რაიმე შეიცვლება. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით კომპანიის ინტერესების სადარაჯოზე. არაფერი თქვენი განზრახვებიდან, ძვირფასო საქართველოს ხელისუფლებავ, არ გამოვა. „რუსთავი 2" ჩვენია", - განაცხადა გვარამიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016