reportiori.ge - შსს-მ ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:20
სამართალი
შსს-მ ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 14:57


შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოგიტა გ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. და 1988 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბესიკ მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.


 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ამა წლის 26 ოქტომბერს ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში გაზგასამართი სადგურის ოპერატორებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 400 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა 27 ოქტომბერს ქობულეთში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 11 ათასი ლარი, 3 ათასი თურქული ლირა და 1531 დოლარი გასტაცეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში თბილისსა და ქობულეთში დააკავეს. დაკავებისას ბესიკ მ-პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია", - ნათქვამია განცხადებაში.



დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 2 პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნები, 1 მჭიდი, ცივი იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს.



გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2და მე-3 ნაწილებით) მიმდინარეობს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016