reportiori.ge - „ახალგაზრდა ადვოკატები“: საჯაროდ გამხდარი საუბრები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებებს წარმოადგენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:21
სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“: საჯაროდ გამხდარი საუბრები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებებს წარმოადგენს
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 15:24


ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები" უკრაინული გამოცემის მხრიდან 2015 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს ეხმაურება და მიუთითებს, რომ საჯაროდ გამხდარი საუბრები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებებს წარმოადგენს.



ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საუბრის მონაწილე პირების მხრიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისა და აღსრულების პროცესის დაწყების შემთხვევაში, მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება, დანაშაულის პროვოკაცია და ძალადობის მიზანმიმართული დაშვება, სხვა არაფერია, თუ არა დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ.

 

 

სატელეფონო საუბრებში ისმის შემდეგი დავალებები და ფრაზები: „იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც დაიცავენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება, აუცილებლად", „უნდა იყოს ცხვირპირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ", „გვარამიამ ციხესიმაგრე უნდა ააშენოს თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ პროსტო სროლის გარეშე ვერ შევიდნენ", „ახლა საჭიროა ახალი ფიზიკური დაპირისპირება, თუ ეგ არ შეგვიძლია, კაპიკია ჩვენი ფასი", პირდაპირ მოწმობს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის მომზადების ფაქტს, რასაც სჭირდება დაუყოვნებლივი გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმა", - აცხადებს კაიკაციშვილი.



მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს, რამდენად უდევს საფუძვლად გასაჯაროებული საუბრები, როგორც მტკიცებულება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აღძრულ საქმეს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.



კაიკაციშვილის განცხადებით, კანონით, შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.



„ახალგაზრდა ადვოკატები" შექმნილ ვითარებაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივი რეპუტაციის გადარჩენის, ჟურნალისტების თავისუფალი საქმიანობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამოდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წავიდეს ნიკა გვარამია.



სატელეფონო საუბრებმა აჩვენა, რომ „რუსთავი 2" ცალსახად არ არის თავისუფალი ტელევიზია, ხოლო მისი საინფორმაციო პოლიტიკა - უკიდურესად მიკერძოებული, რაც ლახავს არხზე მომუშავე თითოეული ჟურნალისტის პროფესიულ თავისუფლებას. სამწუხაროდ, ტელეკომპანიის მომავალთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო არ ხდება დავიერთი მხარისთვის, პროცესის კანონის მიღმა წარმართვა და შესაძლო არეულობა კი, მხოლოდ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ხელეწიფება. ამასთან, გავრცელებული საუბრები ტოვებს ღია შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკური მოვლენები საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის, უკრაინის ხელსუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის, ოდესის გუბერნატორის გადაწყვეტილებების საფუძველზე ვითარდება, რაც მეზობელ სახელმწიფოსთან ქმნის მნიშვნელოვან გართულებებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საპროტესტო ნოტის მომზადების საფუძვლებს", - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016