reportiori.ge - დავით იაკობიძე: გიორგი კვირიკაშვილმა სასწრაფოდ უნდა შეკრიბოს დიპკორპუსი და გააცნოს ეს ჩანაწერები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:26
სამართალი
დავით იაკობიძე: გიორგი კვირიკაშვილმა სასწრაფოდ უნდა შეკრიბოს დიპკორპუსი და გააცნოს ეს ჩანაწერები
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 15:57


ფინანსისტი დავით იაკობიძე საკუთარ facebook"-გვერდზე უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. პორტალზე ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერის მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოქვეყნდა.

 

არავინ უარყოფს, რომ გამოქვეყნებული დიალოგები, სააკაშვილი-გვარამია და სააკაშვილი-ბოკერია, რელურია.

 

ამ დიალოგებიდან კი ვგებთ შემდეგს:

 

1.უცხო ქვეყნის მოქალაქე და დიდი ოლქის გუბერნატორი, უშუალო ხელმძღვანელობს საქართველოში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. კერძოდ, მისდამი დაქვემდებარებულ (დაქვემდებარების ხარისხი უცნობია) გვარამიას ავალებს, შექმნას ექსტრემალური სიტუაცია სასამართლიოს კანნიერი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის: დაუპირისპიროს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ბარიკადებით (მისი ახალი ფორმით, რკინის კონსტრუქციებით); მოახდინოს ხალხის მობილიზაცია ამ ბარიკადების დასაცავად; სამართალდამცველებს დაუპირისპირონ ბოევიკები", რათა ორი კვირა მაინც შეუშალოს ხელი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

2.დავალების მიმღებ გვარამიას ბოლომდე არ უხსნის თავის ჩანაფიქრის მისეულ ხედვას, სამაგიეროდ, ბოკერიას ატყობინებს, რომ საქმე უნდა მივიდეს სროლამდე. ე.ი. სისხლისღვრამდე. ამ ვერაგული სცენარის სამართლებრივი შეფასება არ შემიძლია, რადგან ჩემი პროფესიული პრაქტიკისა და ინტერესების სფეროში არ შედის, მაგრამ მიმაჩნია, რომ:

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა: 1. საწრაფოდ უნდა შეკრიბოს ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და გააცნოს მათ ეს დიალოგები.

 

2.უკრაინის ელჩს კატეგორიულა მოთხოვოს, პასუხი გასცეს ოდესის გუბერნატორის საქართველოს წინააღმდეგ მოქმეების ფაქტს, შეაფასოს ეს საქციელ. პრემიერ-მინისტრი ტელეფონით დაელაპარაკოს უკრაინელ კოლეგას და კატეგორიულად მოთხოვოს ახსნა-განმარტება მისი ქვეყნის მაღალი ჩინოვნიკის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე საქართველოში. პრეზიდენტმა გააკეთოს საჯარო შეფასებითი განცხადება", - წერს დავით იაკობიძე.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016