reportiori.ge - ირაკლი ალასანიას პასუხი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:53
პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას პასუხი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 17:54

საქართველოს  თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვის ბრძანებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც რუს სამხედროებს დასვენება აეკრძალათ.

იმედი მაქვს, ეს შეზღუდვა  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალზეც გავრცელდება",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას, სადაც იმ ქვეყნების სიაა ჩამოთვლილი, რომელშიც რუს სამხედროებს დასვენება ეკრძალებათ. ქვეყნებს შორის რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა, საქართველო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყირგიზეთი თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ეგვიპტე და ისრაელი მოხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ძალოვან უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცეა „ ვესნიკ კავკაზა „ ავრცელებს. ამავე გამოცემის ცნობით, აკრძალული ქვეყნების სია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ავსტრიაში, ბელორუსში, ვიეტნამში უნგრეთში, საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში დასვენების უფლებას აძლევს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016