reportiori.ge - ირაკლი შოთაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მოახდინა დროული რეაგირება და შეძლო მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:20
სამართალი
ირაკლი შოთაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მოახდინა დროული რეაგირება და შეძლო მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 17:16


მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოახდინა დროული რეაგირება და შეძლო მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია. აღნიშნული განცხადება შოთაძემ „რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზე საუბრისას განაცხადა.


„სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და საპატრულო ეკიპაჟების გააქტიურება „რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და გატარებული უსაფრთხოების ზომები იყო დროული. ეს პრევენციული ღონისძიებები, ისევე როგორც ზოგადად დამნაშავეების დასჯა და საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია დანაშაულთან ბრძოლის შემთხვევაში", - აღნიშნა შოთაძემ.


რაც შეეხება ფარულ აუდიოჩანაწერებსა და წამების ამსახველ კადრებს, შოთაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აღნიშნული მიმართულებით დახმარებისა და დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თხოვნით უკრაინას უკვე მიმართა.

 

„რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შესაბამისი დახმარების თხოვნით მიმართეს უკრაინულ კომპეტენტურ ორგანოებს. ვინაიდან ეს ჩანაწერები ატვირთულია უკრაინაში, გაცილებით მარტივია უკრაინელი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების წარმოება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016