reportiori.ge - შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:39
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2015. 10:15


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ციუფან ვ. და 1976 წელს დაბადებული შინ ლუნ ი., საქართველოს მოქალაქეები - 1972 წელს დაბადებული ნათელა ტ., 1967 წელს დაბადებული ნანა გ. და 1972 წელს დაბადებული იზაბელა ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში, ჩინური მასაჟის სალონსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.



სამართალდამცველებმა მასაჟის სალონსა და სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაჰკითხეს.



გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016