reportiori.ge - ნიკა გოგუაძე: ეს ცემა არ იყო, ეს იყო დალეწვა, წამება… შემდეგ კი შემოვიდა გამზადებული ფურცელი - აღიარება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 21:02
სამართალი
ნიკა გოგუაძე: ეს ცემა არ იყო, ეს იყო დალეწვა, წამება… შემდეგ კი შემოვიდა გამზადებული ფურცელი - აღიარება!
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2015. 11:30



2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის საქმეზე დაკავებული ნიკა გოგუაძე, რომელიც სხვა პირებთან ერთად ხელისუფლების დამხობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, დეტალებს იხსენებს. გოგუაძეს მაშინ 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. როგორც ყოფილი მსჯავრდებული გადაცემაში „20/30" იხსენებს, დღესაც არ იცის, რა იყო მთავარი მტკიცებულება მის საქმეში.


„დაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე მქონდა ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაცია. იქ გავაჟღერეთ ჩვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას ვაპირებდით და რეალურად ეს იყო ჩვენი დაჭერის მთავარი მიზეზი. საქმეში მტკიცებულება როგორც ასეთი, არ არსებობდა. ჩემი აღიარება, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს, იყო ჩაწერილი დაკითხვის დროს. თუმცა ეს დაკითხვის მეტი ყველაფერი იყო, უბრალოდ გირტყამდნენ... შემდეგ კი შემოვიდა გამზადებული, დაწერილი ფურცელი - აღიარება", - განაცხადა გოგუაძემ.


გოგუაძე იხსენებს, რომ მასზე ზეწოლა არა მხოლოდ თბილისის მთავარ სამმართველოში, არამედ ქარელის პოლიციაში, „მოდულის" შენობაში და  ყინწვისის სამონასტრო კომპლექსშიც განხორციელდა.


„მთელი საქართველო მოვიარეთ ცემა-ცემით, თუმცა ეს ცემა არ იყო, ეს იყო დალეწვა, წამება... გვაერთებდნენ დენში, ხან იმას გვირტყამდნენ, ხან ამას. იძულებული ვიყავი, მათი გადმოცემული ტექსტი წამეკითხა კამერის წინ, რომ სიცოცხლე გადამერჩინა. და ეს მათთვის საკმარისი იყო, ისინი ხომ სპექტაკლებს დგამდნენ, რეალობა საერთოდ არ აინტერესებდათ. სასამართლოზე მე აღიარებითი ჩვენება საერთოდ აღარ მიმიცია და ისიც ვთქვი, რომ ზეწოლის შედეგად მივიღე სპექტაკლში მონაწილეობა", - იხსენებს გოგუაძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016