რეგიონები
მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს
31 ოქტომბერი, 2015. 11:39
მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად მარტვილის რაიონში ორი კანდიდატი იბრძვის.
„პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ეთერ მეძველიამ საკუთარი არჩევანი ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს უკეთეს მომავალს ჰპირდება.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო „ქართული ოცნების" კანდიდატმა სოსო დანელიამ. მან ხმა სოფელ გაჭედილში, მე- 11 საარჩევნო უბანზე მისცა.
65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტვილში 10 საათის მონაცემებით, ხმა 1 467 მოქალაქემ მისცა.
საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57